ფეხბურთი

14:51 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: „მოდით, გავაკეთოთ ეს!“

პორტუგალიის ნაკრების დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩების წინ გაუზიარა აზრი გულშემატკივრებს.

„ახლა მთელი კონცენტრაცია ამ მატჩებზე გავქვს გადატანილი. ვიცით, რომ ძალიან რთული ბრძოლები გველის.

მოწინააღმდეგეებს დიდ პატივს ვცემთ, მათაც ხომ იგივე მიზნები აქვთ, რაც ჩვენ. ვეცდებით, პორტუგალიამ კუთვნილი ადგილი დაიკავოს ტურნირზე. მოდით, გავაკეთოთ ეს!“ - წერს რონალდუ ტვიტერში.

პორტუგალიელები ფლეი-ოფის ნახევარფინალში, 24 მარტს, თურქეთის ნაკრებს შეხვდებიან. მოგებული კი ფინალში იტალია - ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0.112796