ფეხბურთი

14:19 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: „მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ფეხბურთელებმა ევროპაში გააგრძელონ თამაში“

„მილანის,“ „ჩელსისა“ და კიევის „დინამოს“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ანდრი შევჩენკომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელმა ფეხბურთელებმა ევროპაში თამაში გააგრძელონ.

„უკრაინა სულ რაღაც 30 წელია დამოუკიდებელია. თამაში მაშინ დავიწყე, როცა ჩემმა ქვეყანამ თავისუფლება მოიპოვა. ყოველთვის ვამაყობდი, რომ უკრაინელი ვარ. ახლაც ასეა.

ბიჭებს ვეუბნები: გააგრძელეთ თამაში. თქვენ ხომ საკუთარი ქვეყნისთვის ცდილობთ. ოლექსანდრ ზინჩენკო, ვიტალი მიკოლენკო, ანდრი იარმოლემკო და რომან იარემჩუკი - ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თამაში ევროპაში გააგრძელონ.

ხშირად ვურეკავ და ვამხნევებ. ვგრძნობთ, რომ მარტონი არ ვართ.“ - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს Daily Mail.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118174