ფეხბურთი

11:20 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლახოვიჩი სერბეთის ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი, დუშან ვლახოვიჩი, სერბეთის ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებს - გვამცნობს ამ ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური.

22 წლის ფორვარდს საზარდულის ტკივილი აწუხებს და ნაკრების ექიმებმა, იუვენტუსელ კოლეგებთან ერთდ, გადაწყვიტეს, ფეხბურთელი კლუბში დატოვონ, გართულებების თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ეროვნული გუნდი 24 მარტს უნგრეთის, 29-ში კი დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ამხანაგურია.

0.119565