ფეხბურთი

10:51 | 22.03.2022 | ნანახია 444 - ჯერ

კესიემ „ბარსელონასთვის“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა“

„მილანის“ 25 წლის კოტდივუარელი საყრდენი ნახევარმცველი, ფრანკ კესიე, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ამ ზაფხულს „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდება. - წერს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ინფორმაციით, კასიემ უკვე გაიარა „ბარსელონასთვის“ სამედიცინო შემოწმება ლუგანოს კლინიკაში და „ბარსელონასთან“ წინასწარ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ხელშეკრულება ოთხწლიანია, ხოლო კესიეს წლიური ჯამაგირი 7 მილიონი ევრო იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.12482