ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ჟურნალისტებს ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.
„ტურნირის ასეთ ქვეყანაში ჩატარება სასაცილოა. და რას ამბობს ფიფა? იქ ფეხბურთი უნდა განვავითაროთო? უაზრობაა. საქმე მხოლოდ ფულში და კომერციულ ინტერესებშია. აი, ეს არის მთავარი ფიფასთვის.
როგორ ფიქრობთ, ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანი რატომ არ წავედი იქ სამუშაოდ? იმიტომ, რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ასეთი ორგანიზაციების. ეს არასწორია.“ - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს AP News.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება ყატარში. ნიდერლანდების ნაკრებმა G შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.