ჩოგბურთი

2:41 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი ინდიან ველსის ჩემპიონი გახდა

პოლონელმა იგა სვიატეკმა ინდიან ველსის ფინალში, ბერძენ მარია საკარის 6-4, 6-1 მოუგო და WTA 1000-ის სერიის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით, მან ქალთა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

შეხვედრა ძლიერი ქარის აკომპანიმენტით ჩატარდა, რამაც დიდი დაღი დაასვა ორივე ჩოგბურთელის გამოსვლას. ორ სეტში სულ ცხრა ბრეიკი დაფიქსირდა, რომელთაგან ექვსი სვიატეკმა მოიპოვა. 20 წლის ჩოგბურთელმა, მეორე სეტში მეტოქის მოწოდებაზე ორი გეიმი მოიგო და WTA 1000-ის სერიის ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო.

„წინა ტურნირზე კარგი თამაშის შემდეგ, აქ ფინალში გასვლასაც არ ველოდი. არ მეგონა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე დიდხანს შევძლებდი კარგ თამაშს. ეს შეხვედრა კი საერთოდ სულ სხვა იყო, ცუდი ამინდის გამო“, - განაცხადა სვიატეკმა, ვინც თებერვალში დოჰას WTA 1000 სერიის ტურნირი მოიგო.

სვიატეკს საკარისთან პირველი სამი შეხვედრა წაგებული აქვს. თუმცა შემდგომ ორში თავად მიაღწია გამარჯვებას. ამასთან, WTA-ს ტურზე უკვე ზედიზედ 11 შეხვედრა აქვს მოგებული.

საკარიმ ფინალის საგზური მას შემდეგ მოიპოვა, რაც მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი პაულა ბადოსა დაამარცხა. ფინალში წაგების მიუხედავად, რეიტინგში ისიც წინ წაიწევს და მესამე ჩოგანი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119055