ლონდონის „არსენალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერებას აპირებს.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ლონდონური კლუბი „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენას განიხილავს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. სავარაუდოა, რომ ნეაპოლური გუნდი აფრიკელი შემტევის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვს.
„არსენალი“ მანამდე დუშან ვლაჰოვიჩით იყო დაინტერესებული, მაგრამ სერბმა ფორვარდმა ინგლისურ კლუბს „იუვენტუსში“ გადასვლა ამჯობინა.