პაულო დიბალას გარდა, „იუვენტუსს“ ზაფხულში ფედერიკო ბერნარდესკიც დატოვებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.
ბერნადერსკის ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და ის ხელფასის სახით ისევ 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც ახლა გამოიმუშავებს, მაგრამ კლუბი მხოლოდ 3 მილიონ ევროზე ნაკლებს სთავაზობს. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი გუნდში დარჩენაზე უარს იტყვის.
ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსმა“ 2017 წელს „ფიორენტინადან“ შეიძინა, თუმცა მან მოლოდინი ვერ გაამართლა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ნახევარმცველმა 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.