ფეხბურთი

17:23 | 21.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა "იუვენტუსს" ზაფხულში უფასოდ დატოვებს

პაულო დიბალა სეზონის ბოლოს ტურინის „იუვენტუსს“ დატოვებს. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ დღეს კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. ამრიგად, კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ განახლდება.

დიბალა ზაფხულში „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. არგენტინელი სეზონში 10 მილიონ ევროს ითხოვდა, კლუბი მხოლოდ 7 მილიონს სთავაზობდა, რადგან ხშირად ტრავმიანობს და სეზონში ბევრი მატჩი უცდება.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გადავიდა. მას შემდეგ მან შავ-თეთრი მაისურით 283 მატჩი ჩაატარა და 113 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში ბომბარდირთა შორის ათეულში შევიდა.

0.116953