„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლაციოსთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან შეხვედრას განსაკუთრებული უწოდა და თქვა, რომ მის გუნდს ყველაფერი გამოუვიდა.
„ეს მატჩი მართლაც განსაკუთრებული იყო. ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, რომ რაზეც ვიმუშავეთ, რაც მოვამზადეთ, მოედანზე ყველაფერი გამოვიდა. „ლაციო“ მეორე ტაიმში რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ მათ სახიფათო მომენტები ვერ შეგვიქმნეს და ჩემი ბიჭები ქებას ნამდვილად იმსახურებენ.
ვფიქრობ, რომ ოთხეულში მყოფი გუნდები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და იქ დარჩებიან, არ მგონია რომელიმე ჩამორჩეს. შემდეგ არის ბრძოლა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის. ჩვენ, „ატალანტა“, „ლაციო“ და „ფიორენტინა“, ეს გუნდები ნაკლებად ძლიერები არიან, ვიდრე ოთხეულში მყოფი გუნდები“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „ლაციო“ 51 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს „ატალანტასთან“ ერთად იყოფს, მეოთხეადგილოსან „იუვენტუსს“ კი 8 ქულით ჩამორჩება.