ფეხბურთი

11:35 | 21.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ბარსელონას" დიდება მინდა და არა ჩემი, აქ ამისთვის ვარ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „რეალთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ არა სრულყოფილად. ჩავიმ თქვა, რომ მას არ სჭირდება პირადი დიდება, „ბარსელონას“ დიდება სურს და კლუბში სწორედ ამიტომ არის.

„მე „ბარსელონას“ მწვრთნელი ვარ, მაგრამ ამავე დროს გულშემატკივარიც. ჩვენ ამ შედეგით უნდა ვისიამოვნოთ. შესანიშნავი თამაში იყო, მაგრამ არა სრულყოფილი. ძალიან კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით და ჩემპიონატის ლიდერთან გასვლითი გამარჯვებით. ზოგადად, შესანიშნავად ვითამაშეთ, მეტის გატანა შეგვეძლო. ძალიან კარგად ვითამაშეთ და სამართლიანად შეგვიძლია დავტკბეთ.

არ ვიცი, მოვიგებთ თუ არა ლა ლიგას, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. დიახ, ძალიან ჰგავდა ეს მოგება 2009 წელს აქ 6:2 მოგებულ შეხვედრას. მე არ მჭირდება დიდება, უმჯობესია ეს ფეხბურთელებს და მთლიანად „ბარსელონას“ ჰქონდეს. ეს არის ფეხბურთელების, გუნდის, ოჯახის გამარჯვება. მინდა „ბარსას“ ოჯახის დიდება და აქ ამისთვის ვარ.

ვიცოდით, როგორ გვეთამაშა „რეალთან“, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ უფრო რთულ თამაშს ველოდი. მათ უპირატესობა მხოლოდ ბოლო 20 წუთში ჰქონდათ, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, როცა 4 ბურთით იგებ“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და „სევილიას“ 9, ხოლო „ბარსელონას“ 12 ქულით უსწრებს.

0.124924