საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ესპანეთთან მატჩის (49:15) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, წინა მატჩების შემდეგ დიდი კრიტიკა მიიღეს და ამიტომ, სურდათ, რომ გულშემატკივარი გაეხერებინათ.
„კარგად ვითამაშეთ და ამჯერად ვერავინ მოგვედავება. წინა თამაშების შემდეგ დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, რომ ყველა გავახარეთ და მსგავსი გამარჯვებები მომავალშიც არაერთი იქნება. ესპანეთი ამ ტურნირზე შექებას იმსახურებს, თუმცა შექება ჩვენც გვეკუთვნის. დღეს მთელი გუნდით ამაყი ვარ, რადგან არ არის მარტივი, ამდენი ნეგატივის შემდეგ მობილიზება მოახერხო და სასურველი თამაში აჩვენო.
რაც ნაკრებში ვარ სულ მესმის, რომ ხაზი ვერ თამაშობს და ყველა გასაყრელია ნაკრებიდან. დავიწყეთ ხაზით თამაში. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ფაქტია უკეთ ვთამაშობთ და არსად შემხვედრია კომენტარი – რა კარგია რუმინეთს ხაზით ოთხი ლელო რომ გავუტანეთ. საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა. გაგვიხარდებოდა შექება და მოტივაციაც აგვიმაღლდებოდა. ვეცდებით ჩვენი კარგი თამაშით კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ ვიდრე მათ გონიათ", - თქვა შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 49:15 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა. "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მანამდეც მოპოვებული ჰქონდათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მორაგბეებს არც არავინ აკრიტიკებს, სულ იმას ვამბობ, რომ თითოეული მოგება ბიჭების დიდი ძალისხმევით არის მიღებული და არა მწვრთნელის დიდი სტრატეგოსობით. პირადად არაფერს ვერჩი ლევან მაისაშვილს, მაგრამ არ არის ეს კაცი სანაკრებო დონის და მაინც არ ეშვებიან. ვეთანხმები ქვემოთ დაწერილ კომენტარს 100%.
ჰეიგი გავუშვით, უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვინდაო და მაისაშვილი, რომელიც მისი ასისტენტი იყო და ყველა თამაშის მოგებასა თუ წაგებაზე თანაბრად ეკუთვნის პასუხისმგებლობა, დროებით მწვრთნელად შემოგვასაღეს და კი შემორჩა აგერ 4 წელია და დადებითს გუნდის თამაშში ვერაფერს ვხედავ, გარდა მორაგბეების თავგანწირული თამაშისა. მწვრთნელის ტაქტიკა და სტრატეგია არის 0.
ვიდრე ჰეიგზე ბევრად მაღალი დონის სპეციალისტს არ დანიშნავენ, ვიქნებით ისევ ერთა თასზე მოგებების იმედად და ეს მოგებებიც სათუო გახდა უკვე. სირცხვილი რაგბის ფედერაციას!!!
დიდი მადლობა მონდომებისა და სიხარულისთვის!!! თქვენთან ნაკლებად თუ ვინმეს აქვს პრეტენზია... გულშემატკივრების უმრავლესობას (და მეც!!!) პრეტენზიები გვაქვს მწვრთნელთან, რომელიც აშკარად არაა ის დონე, რა "დონემაც" ჰეიგის გაშვება გამოიწვია თავის დროზე!!! როცა გუნდი (კლუბი იქნება თუ ნაკრები) და მწვრთნელი ერთად "იზრდება" იქ უკვე თუ რამე პროგრესი ჰქონდა გუნდს, აუცილებლად დავა მწვრთნელის დონემდე! აუცილებლად!!! და ჰეიგი იმიტომ გავუშვით-"არიქა, გავიზარდეთ ისეთ დონეზე, რომ ვეღარ ქაჩავს ჩვენ დონესო"!!! აი- ეს იყო მოტივი!!! ხოდა ასეთი მოტივით გაშვებული მწვრთნელის სანაცვლოდ უფრო კვალიფიციური არ უნდა მოგვეყვანა??? აბა პიროვნულად არაფერს არ ვერჩით ბატონ ლევანს და წარმატებებსაც ვუსურვებთ, ყველგან და ყოველთვის!!! მაგრამ რაგბის რეგრესი აშკარაა!!! კი ბატონო, არის თაობათა ცვლა, მაგრამ არანაკლებ კარგი თაობა მოვიდა! და სწორედ აქაა საჭირო მწვრთნელმა შეიმუშაოს სათამაშო ტაქტიკა... თითოეული მორაგბის ძლიერ მხარეზე დაყრდნობით ააგოს გუნდი... აი, მოვიდა კიდეც მსოფლიო რაგბი და გაუმჯობესება ჯერ ძალიან შორსაა და გაიმეორებს კი ჰეიგის მიღწეულ შედეგს??? აი, სწორედ ეგაა რეგრესი!!! როცა მიღწეულს არათუ ვერ აუმჯობესებ არამედ შენარჩუნება/გამეორებაც კი გიჭირს... დიახ, ესაა რეგრესი!!!
მსოფლიოს უსუსტესი გუნდი (ნიდერლანდი) შინ თამაშიშას ლელოს გიდებს... რიგ ეპიზოდებში შერკინებაშიც კი დაგვჩაგრეს და რა მიგაჩნიათ თქვენ "საუკეთესო შედეგად"??? რაც არ უნდა შეცვლილიყო წესები, ნიდერლანდები შინ ვერ უნდა გიდებდეს ლელოს!!! და ასე ნაქებ (ჩვენი ნაკრების შერკინების სიძლიერის გამო გვქომაქობდა უცხოეთში ხალხი!!! და ჩვენ "ზვავისებრ მოლს"!!!) ილეთებში რო მსოფლიოს უსუსტესი ნაკრები გჯაბნის იქ ალბათ კონენტარი ზედმეტია... ან რა(ღა) უნდა თქვა სხვა...
წარმატებები საქართველოს ნაკრებს და მათ თითოეულ წევრს!!! ძალიან, ძალიან გვიყვარხართ ბიჭებო და გვეამაყებით!!! რომ შეგიძლიათ!!! მამა-პაპათგან რომ შესისხლხორცებული გვაქვს "ლელოს გატანა" ამიტომ ვართ ცოტა მომთხოვნი თქვენ მიმართ და გვჯერა რომ ძალგიძთ!!! მიიღეთ ჩვენგან კრიტიკა და სამართლიანი (მო)თხოვნები...
ისევ და ისევ წარმატებები მისურვებია!!! უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!!!
კრიტიკა უმეტესად მწვრთნელებს ეკუთვნით და არა თქვენ.არასწორი ტაქტიკა და არაფერი ახალი