NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი ნაყოფიერი თამაში ჩაატარა, მაგრამ „ვისკონსინ ჰერდმა“ ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი, სადაც „მილუოკის“ ჰყავს განათხოვრებული, „კეპიტალ სიტისთან“ 100:131 დამარცხდა. შეიძლება ითქვას, ბრძოლა არ ყოფილა, რადგან მასპინძლებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და 31-ქულიანი სხვაობაც ლოგიკურია.
მამუკელაშვილმა ფორვარდმა თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო, პარკეტზე 32 წუთი გატარა, ხსენებულ დროში კი 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ვთქვათ ისიც, რომ G ლიგაში ზუსტი საჯარიმო 2 ქულით ფასდება. სანდრო თანაგუნდელთა შორის ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითალა.
„ვისკონსინ ჰერდს“ 8 გამარჯვების საპირისპიროდ 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა, 24 მარტს კი, „რეპტორსს“ შეხვდება.