„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პაულო დიბალაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა, არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში.
დიბალას „იუვესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
დიბალასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც ყველა მოთამაშესთან, მაგრამ მე ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ. ის აქ პალერმოდან რომ ჩამოვიდა, ბავშვი იყო და ახლა დიდი ფეხბურთელია, მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. დარჩება? არ ვიცი, მის გარდა, დე შილიოს, ბერნარდესკის, კუადრადოს და პერინსაც ეწურებათ კონტრაქტები. ახლა მხოლოდ სეზონზე ვფიქრობთ“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს. დღეს „იუვენტუსმა“ „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა და არგენტინელმა შემტევმა გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელი, ჩემი აზრით
)
დაბერდა კაცი და რა ქნას სიბერესთან ერთად მოდის ხშირი ტრავმები
რა ასაკი მუხლი მოამტვრიეს
Asaki ძამიკო
ტიპი იმენა კლასიკაა რა, ამან დაიხვია სიტის ნახევარდაცვა და ლეომაც გაინავარდა გვარდიოლას დედასთან
ინიესტას თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა, ცოდოა ამის ტრავმა.
არასწორი ინფორმაციაა, გადაამოწმეთ ინიესტა მაქსიმუმ 6-8 კვირას იუქმებს. ამ წელიწადში აუცილებლად მოასწრებს დაბრუნდებას, ეგ კიარა საკმაო შანსია კლასიკოც ითამაშოს
ფუი თქვე ვანдალებო...
გინдა ინიესტა дაგიმტვრევია дა გინдა дა ვინჩის "ჯოკონдასთვის" შეგისხამს მელანი ლუვრში DDDD
: DDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ
რაც ასაკში შედის უფრო და უფრო ხშირია ტრავმები,ძაან სამწუხაროა რომ კიდე 1 ლეგენდა და გენიოსის კარიერის ბოლო პერიოდებია.