ფეხბურთი

21:33 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა 6-თვიანი უქმობის შემდეგ ითამაშა (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“ „კლაგენფურტი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ზუსტად 6-თვიანი უქმობის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.

ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა 30 სექტემბერს, პსვ ეინდჰოვენთან შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა, დღეს კი ითამაშა. ოთარ მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში უკვე 3:1 გახლდათ.

სხვათა შორის, კიტეიშვილის დაბრუნება ფანებს ძალიან გაუხარდათ, რომლებმაც მას უმღერეს კიდევაც. მიმდინარე სეზონში 27 წლის ნახევარმცველს ყველა ტურნირზე 15 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი. საქართველოს ნაკრებში ის ამჯერად გამოძახებული არაა, რაც ფორმაში არყოფნის გამო ბუნებრივია.

„შტურმი“ საჩემპიონო ზონაში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 12 ქულით ჩამორჩება, 3 აპრილს კი ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერს“ შეხვდება.

0.111777