საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
ლევან მაისაშვილის გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს თასის მოსაპოვებლად, რადგან ესპანეთი ორი ქულით წინ იყო. თავის მხრივ, ორივე გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს აშკარად აჯობეს და საბოლოოდ 49:15 იმარჯვეს.
ესპანეთმა საქართველოს ნაკრებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში, უფრო სწორად 50 წუთის განმავლობაში გაუწია, ბოლო ნახევარ საათში კი ქართველ მორაგბეთა უპირატესობა აშკარა იყო.
საქართველოს ნაკრებში ორ-ორი ლელო მიითვალეს აკა ტაბუცაძემ და ოთარ გიორგაძემ, თითო ლელო გიორგი ჭყოიძემ და მერაბ შარიქაძემ მიითვალეს. ჯარიმა და გარდასახვები თედო აბჟანდაძის აქტივშია, ხოლო ანგარიში ვასილ ლობჟანიძემ არეკნით გახსნა.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის 2022 წლის სეზონი 20 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, მეორე საფეხური 17 ქულით ესპანეთს ერგო, ხოლო მესამე პოზიციაზე რუმინეთი 14 ქულით გავიდა.
საქართველო - ესპანეთი 49:15 (18:8)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!
ყოჩაღ ბიჭებს!
ერთი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დატოვა იმ ფაქტმა, რომ მატჩის შემდეგ ტრადიციული "მაგრად დაჰკარით..." არ გაჟღერებულა. იმედია ორგანიზატორები გაითვალისწინებთ
ასეთ გახარებული ნეტა ბევრჯერ მამყოფა, არ დავმალავ თამაშის წინ შიში მქონდა, ჩვენების არაშთაბეჭდავი გამარჯვებების ფონზე...შეგვძლებია მობილიზირება, ნეტა ხასიათში ჩაგვიბეტოდეს ეს სტაბილურობა და მოტივაცია ყველგან და ყველაფერში....მადლობთ ბიჭებო, გამარჯვებები საქართველო!
კარგი თამაში იყო, ვულოცავ ბიჭებს.
ძალიან ლამაზი და ლაღი თამაში იყო