ფეხბურთი

17:30 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ფეხბურთელი: "რაკიცკიმ მითხრა, რომ მისი ფეხი რუსეთში აღარასდროს იქნება"

უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ევგენი სელეზნიოვის თქმით, იაროსლავ რაკიცკი რუსეთში არასდროს დაბრუნდება. როგორც სელეზნიოვმა აღნიშნა, „ზენიტის“ ყოფილი მცველი ამჟამად თურქეთშია და არ იცის, კარიერას სად გააგრძელებს.

„ბოლო პერიოდში რაკიცკის ვესაუბრე. იაროსლავი სუფთა პატრიოტია. მაშინვე თქვა, რომ რუსეთში მისი ფეხი აღარ იქნებოდა. ადრე ყველა აკრიტიკებდა მას, მაგრამ ვიცოდი, რომ სამშობლოს არასდროს უღალატებდა. სად სურს კარიერის გაგრძელება? არ ვიცი, ახლა თურქეთშია“, - მან.

შეგახსენებთ, იაროსლავ რაკიცკი „ზენიტში“ 2019 წლის ზამთარში „შახტარიდან“ გადავიდა და ამის გამო უკრაინის ეროვნულ ნაკრებში აღარ იძახებდნენ. მან რუსეთის მხრიდან დაწყებული ომის შემდეგ რუსული კლუბი დატოვა.

0.115363