„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგაში საჩემპიონო ბრძოლასა და „ლივერპულთან“ დუელზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფეხბურთი უცნაური სპორტის სახეობაა, რომელშიც არავის არაფერი აქვს გარანტირებული.
„არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ხალხმა, რომ „კრისტალ პალასთან“ ქულებს არ დავკარგავდით. სავალდებულო არაა „ლივერპულს“ 10 ქულით გავუსწროთ, ეს არასწორია. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ ახსნა-განმარტებები. შეიძლება ფეხბურთელმა დღეს გოლი 30 მეტრიდან გაიტანოს, ხვალ კი 3 მეტრიდან ააცილოს. ეს ფეხბურთია, ამის ახსნა შეუძლებელია“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ დიდი უპირატესობით უსწრებდა, მაგრამ ამჟამად „ქალაქელთა“ უპირატესობა ერთადერთი ქულაა. ეს გუნდები 32-ე ტურში, 10 აპრილს, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.