მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა ოლივერ კანმა რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტის შესახებ ისაუბრა. როგორც ლეგენდარულმა გერმანელმა აღნიშნა, პოლონელ ფორვარდს კლუბის დატოვების საფუძველი არ აქვს.
„ჩვენს ფეხბურთელებს ჯერ კიდევ აქვთ კონტრაქტები, რომლებიც მომავალ სეზონშიც ძალაში იქნება. როგორც ყოველთვის ვამბობდით, მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში. ამას გავაკეთებთ, როცა დრო მოვა. ეს ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და არაფერი შეცვლილა. ლევანდოვსკის „ბაიერნის“ დატოვების საფუძველი არ აქვს. მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ისევ უმაღლეს დონეზე ითამაშა. მან ჩვენს კლუბში ბევრ რამეს მიაღწია, ასე რომ, სამომავლოდ გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია“, - თქვა კანმა.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი კი ძალაში 2023 წლის ზაფხულამდეა.