ფეხბურთი

14:07 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე "ჰალის" ზედიზედ მეხუთე საშინაო მარცხზე: "ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა"

ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ შინ „ლუტონთან“ 1:3 დამარცხდა. ზედიზედ მე-5 საშინაო თამაშის წაგებაზე ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

„ძნელია ახსნა ერთი სიტყვით ეს მარცხი. ფეხბურთი შეიძლება მართლაც უსამართლო იყოს, მე მჯერა, რომ ნამდვილად არ ვიმსახურებდით 3 გოლის გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ ორი აშკარა შეცდომა დავუშვით. ასეთი რამ უკვე მეორედ დაგვემართა საშინაო მატჩში.

უბრალოდ უნდა მოვუმატოთ, უნდა ვიმუშაოთ. მეტი უნდა ვილაპარაკოთ, მცველებს გასახდელში ვესაუბრე, ვაჩვენე გაშვებულები გოლები. ფეხბურთელებმა ერთმანეთში მეტი უნდა ილაპარაკონ. ძნელია თან სირბილი და თან სხვა მოთამაშეების დანახვა, მისი თანაგუნდელი კი ამას ხედავს და შეუძლია თქვა. ყოველ ჯერზე, როცა შეცდომებს უშვებ, უფრო მეტს სწავლობ და მეტ გამოცდილებას ვიღებთ, მაგრამ ნაკლები ქულა გვაქვს“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტი“ 39 ტურის შემდეგ 41 ქულით მეოცე ადგილზეა. არველაძის პერიოდში კლუბმა 12 მატჩიდან 3 მოიგო, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 6-ჯერ წააგო (მათ შორის, 5 მატჩი შინ). „ვეფხვებს“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ 5 მარცხი აქვთ (1 მოგება სადებიუტო მატჩში), ხოლო სტუმრად ბევრად უკეთ ირჯებიან - 2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება. „ჰალი“ მომდევნო შეხვედრას 1 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ჰადერსფილდთან“ ჩაატარებს.

0.100259