ფეხბურთი

11:04 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "დარტყმამდე ვიგრძენი, რომ გოლის გატანა შემეძლო"

თურქული „ჰათაისპორის“ ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ (1:1) ულამაზესი გოლი გაიტანა, საჯარიმო დარტყმით და მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა აღნიშნა, დარტყმამდე გრძნობდა, რომ გოლს გაიტანდა.

„ჩვეულებრივ, საჯარიმო დარტყმებს არ ვასრულებ, მაგრამ იმ მომენტში ვიგრძენი, რომ გატანა შემეძლო. რიბეიროსთან მივედი და ვუთხარი, რომ დარტყმა მინდოდა, ალბათ ისიც გრძნობდა, რომ გატანა შემეძლო და საბოლოოდ კარგი გოლი გამოვიდა. ორივე გუნდმა ბევრი იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო და ფრე სამართლიანი შედეგია. სანაკრებო პაუზის შემდეგ 8 თამაში გვაქვს და გვინდა, რომ ყველა მოვიგოთ“, - თქვა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძეს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 8-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ „ჰათაისპორი“ 30 ტურის შემდეგ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 აპრილს, შინ „ადანა დემირსპორთან“ ჩაატარებს.

0.125108