რეგიონალურ დერბიში „ვალენსიამ“ „ელჩეს“ საკმაოდ რთულ მატჩში 0:1 მოუგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მეზობლების შეხვედრა ერთობ დაძაბული გამოდგა და ყველაფერი გონსალუ გედეშის 50-ე წუთე გატნილმა გოლმა გადაწყვიტა.
„ვალენსიის“ ჩევნებურმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვდილმა, მინდორზე 90 წუთს დაჰყო და კარი კვლავ „მშრალად“ შეინახა. ეს გიორგის ზედიზედ მეოთხე „მშრალი“ მატჩი გახლდათ. ჯამში მას 387 წუთია გოლი აღარ გაუშვია.
„ბედნიერი ვარ, ჩემმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯევბა მოიპოვა ძლიერ გუნდთან. ისინი ახლა შესანიშნავ ფორმაში არიან და მოგება ამიტომ უფრო დასაფასებელია. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ მაინც კაგად ვითამაშეთ. განსაკუთრებით დაცვაში.
ერთი გოლი შევაგდეთ, მაგრამ კიდევ შეგვეძლო გატანა. ვულოცავ ჩემს ბიჭებს.“- თქვა შემდეგ „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელლმა, ხოსე ბორდალასმა.
„ატლეტიკომ“ არცთუ იოლ მატჩში, მადრიდულ დერბიში ასევე მინიმალური ანგარიშით დაამაცხა ოპონენტი.
პირველ ტაიმში გრიზმანმა ჯერ ძელს მოარტყა ბიურთი, შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ „ატლეტიკომ“ მალევე გახსნა ანგარიში. გოლი კუთხურს მოჰყვა, თავი კი კოკემ გამოიჩინა.
ბოლო წუთებში ვითარება მოედანზე დაიძაბა. სტუმრებს ანხელ კორეა გაუძევეს და თითქოს მასპინძლებს უნდა ეძალათ, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა.
ზედიზედ ხუთი გამარჯვების კვალად, „ატლეტიკო“ „სუფთა“ მესამე ადგილზე დადგა. „რაიომ“ კი ჩემპიონატში ბოლოს შარშან მოიგო. ათი ტურია აღარ გაუმარჯვია.
ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი
29-ე ტური. 19 მარტი
რაიო ვალეკანო - ატლეტიკო 0:1
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“
0:1 კოკე (49)
რაიო ვალეკანო: დიმიტრიევსკი, ბალიუ, მარიო სუარესი, კატენა, ფრან გარსია, (სისი 62) ტრეხო (სილა 83), ვალენტინი, ალვარო გარსია, ბებე (პალასონი 62), სერხი გვარდიოლა (ნტეკა 76)
მწვრთნელი: ანდონი ირაოლა
ატლეტოკო: ობლაკი, ხიმენესი, სავიჩი, მადავა, ლორენტე, ლოდი (კონდოგბია 63), ერერა (კორეა 64), კოკე (ერმოსო 90+2), დე პაული, ფელიში (ლუის სუარესი 64) , გრიზმანი (ფელიპე 90+1)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: ხოსე მუნუერა მონტერო
გაფრთხილება: მარიო სუარესი (30), კომესანია (42), ტრეხო (65); ლოდი (20), კონდოგბია (74), კოკე (78), ობლაკი (81), სავიჩი (85)
გაძევება: კორეა (85)
ელჩე - ვალენსია 0:1
ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“
0:1 გედეში (50)
ელჩე: ედგარი, მოხიკა, გონსალესი, როკო, ბარაგანი (ხოსანი 46), ფიდელი (კარილიო 77), გუმბაუ (პერესი 67), მასკარელი (ხუტი 67), მილია, ბოიე, პონსე (მორენტე 58)
მწვრთნელი: ფრანსისკო
ვალენსია: მამარდაშვილი, ვასკესი, დიაკაბი (მორიბა 48), გილიამონი, ფულკიე, ალდერეტე, მუსა (რაჩიჩი 72), გედეში (კოსტა 86), ხილი (ჩერიშევი 72), სოლერი, გომესი (დურო 86)
მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი
მსაჯი: მიგელ ორტის არიასი
გაფრთხილება: ბარაგანი (8), ვერდუ (45+1, მოედანს გარეთ); ფულკიე (27), დიაკაბი (40), ხილი (65)
გაძევება: მოხიკა (90+2)
ალავესი - გრანადა 2:3
0:1 ესკუდერო (50), 1:1 ესკალანტე (62), 2:1 ვალიეხო (57), 2:2 პუერტასი (77), 2:3 სუარესი (87)
26-ე წუთზე ხოსელუმ (ალავესი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
ოსასუნა - ლევანტე 3:1
1:0 ავილა (44), 2:0 ბუდიმირი (57), 3:0 ბრაშანაცი (64), 3:1 როხერი (76)