სხვა

0:06 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მილანი-სან რემოს რბოლა სლოვენიელმა მოჰორიჩმა მოიგო

სლოვენიელმა მატეი მოჰორიჩმა მილანი-სან რემოს პრესტიჟული ერთდღიანი რბოლა მოიგო. მან გადამწყვეტი შეტევა დისტანციის ბოლო მონაკვეთზე წამოიწყო და უკან მოიტოვა რბოლის ფავორიტები, მათ შორის თანამემამულე სეხნია, ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი ტადეი პოგაჩარი.

ბოლო, პოჯოს აღმართზე, პოგაჩარმა ფეხს აუჩქარა და პელოტონი ჩამოიტოვა. დაღმართის წინ, მას სოლიდური უპირატესობა ჰქონდა. მაგრამ მოჰორიჩმა სწორედ დაღმართში წამოიწყო გადამწყვეტი შეტევა. ის რისკებსაც არ ერიდებოდა, ორჯერ კინაღამ დაეცა, მაგრამ იღბალმა ზურგი არ აქცია.

ფინიშს მეორემ მიაღწია ფრანგმა ანტონი ტურჟისმა, რომელმაც რბოლის მიწურულს შეძლო ძირითადი ჯგუფის ჩამოტოვება. მესამე ადგილი კი ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა დაიკავა.

„ამ გამარჯვებისთვის მთელი ზამთარი ვმუშაობდი. ვიცოდ, რომ ეს შეიძლებოდა ჩემი დღე ყოფილიყო. დაღმართში რისკებს არ მოვერიდე, რადგან ვიცოდ, რომ გამარჯვების მიღწევა ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა მოჰორიჩმა, ვინც შარშანდელ ტურ დე ფრანსზე ორი ეტაპი მოიგო.

მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა პოგაჩარი, ვისაც ამ სეზონში უკვე სამი რბოლა აქვს მოგებული. კიდევ ერთი ფავორიტი, ბელგელი ვუტ ვან აერტი კი მერვე ადგილზე გავიდა.

0.114716