ფეხბურთი

21:52 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: „ვფიქრობ, „არსენალთან“ მარცხს არ ვიმსახურებდით“

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, შაბათს, 19 მარტს, პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში, „არსენალთან“ მარცხის შემდეგ (0:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.

„პირველ ტაიმში ძალიან ინერტულები ვიყავით, მაგრამ მეორეში უკეთ ავთამაშდით და საკუთარი თავის ვირწმნუნეთ და სახიფათო მომენტებიც შევქმენით.

მართალია, „არსენალის“ დონესთან ჯერ შორს ვართ, მაგრამ ვმუშაობთ და ვეცდებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ თამაში. თუმცა, ვფიქრობ, ამ მატჩში მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით.“ - ციტირებს ჯერარდის სიტყვბს BBC

0.110703