ფრანგული ლიგა 1-ის 29-ე ტურის „მონაკოსთან“ მატჩის წინ (20 მარტს), „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ფეხბურთელები, მადრიდის „რეალთან“ ჩენპიონთა ლიგის მერვედფინალში მარცხის კვალად, სტრესიდან ჯერ არ გამოსულან.
„მადრიდული ფიასკოს შემდეგ, ჯერაც გაწბილებულნი ვართ. ფეხბურთელები სტრესიდან არ გამოსულან. ძალიან იმოქმრდა მარცხმა.
მაგრამ ფეხბურთში გაჩრება არ შეიძლება. ახლა იმ მიზნებს უნდა მივაღწიოთ, რომლებიც დასახული გვაქვს. მეათედ უნდა გავხდეთ საფრანგეთის ჩემპიონები.
მაგრამ იმ მარცხის დავიწყება რთული იქნება. მე-60 წუთამდე ხომ ყველაფერი კარგად იყო. მის მერე ნორმალუად აღარ მიძინია.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.