ფეხბურთი

19:57 | 19.03.2022 | ნანახია NaN - ჯერ

გურამ კაშიას გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ზონის მესამე ტურში „სლოვანმა“ „სერედი“ 5:1 გაანადგურა, ერთი გოლი კი გურამ კაშიამ გაიტანა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი აგებდა, მაგრამ მე-40 წუთზე კაშიამ ახლო მანძილიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში ბრატისლაველებმა კიდევ 4 გოლი გაიტანეს და იოლად მოიგეს. კაშიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 თამაშში მესამე გოლი გაიტანა (2 ჩემპიონატში, 1 ევროპა ლიგაზე). ქართველი მცველი ვაისმა 88-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო.

ბრატისლავის „სლოვანი“ 60 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ტრნავას“ 14 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრას კი სწორედ მის წინააღმდეგ 3 აპრილს ჩაატარებს.

0.571014
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}