ფეხბურთი

15:50 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა "ელ კლასიკოში" ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალი“ „ელ კლასიკოში“ კარიმ ბენზემას გარეშე ითამაშებს. ფრანგ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს და მისი თამაში გამოირიცხა.

დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ „სამეფო კლუბის“ ლიდერი „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მოგეხსენებათ, „ელ კლასიკო“ 20 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა და 32 გოლის გატანა შეძლო. საინტერესოა, რომ „რეალში“ თამაშის პერიოდში კარიმისთვის სეზონში 32 გოლი საუკეთესო შედეგია, რომელიც მან წელს და 2010-2011 წლების სეზონში დააფიქსირა, მაგრამ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა და ფაქტია, კიდევ მეტს გაიტანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111765