ფეხბურთი

14:47 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გადადებული მატჩები ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში

ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩი თელავსა და წყალტუბოს სამგურალს შორის, რომელიც 9 მარტს, 18:30 საათზე კავკასიონ არენაზე უნდა გამართულიყო, უამინდობის (თოვლი) გამო გადაიდო.ასევე,

უამინდობის გამო გადაიდო მე-4 ტურის მატჩი ქუთაისში, სადაც ადგილობრივი ტორპედო თბილისის ლოკომოტივს მასპინძლობდა. 14 მარტს, დინამო არენაზე გასამართი დინამო თბილისისა და გორის დილას მატჩიც უამინდობის გამო გადადებულია.

მატჩების გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა 2

დღეს, 19 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის კიდევ 3 მატჩი გადაიდო - მარტვილის მერანის და შევარდენის მატჩი; გარეჯის და თბილისის მერანის შეხვედრა და სპაერისა და სამტრედიას დაპირისპირება. მატჩების გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი 4 შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო. დღეს, კასპის ცენტრალურ სტადიონზე შევარდენი 1906 დინამო ზუგდიდს მასპინძლობდა, ხოლო გლდანის საფეხბურთო ცენტრში ვიტ ჯორჯიასა და სპაერის მატჩი უნდა გამართულიყო.

ნალექიანობის გამო გადაიდო გარეჯისა და რუსთავის ხვალ გასამართი მატჩიც, ასევე თბილისის და მარტვილის მერანების მატჩი სპაერის სტადიონზე.

ELIGA.GE

0.117644