ჰარუ ბაშოზე ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ დამარცხდა ლევან გორგაძე. ქართველი სუმოისტი მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.
ტოჩი დღევანდელ მეტოქეს მეცხრედ დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ მოგება წაგების ბალანსი 6:3-ზე აქვს.
34 წლის გოლიათს 4 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და მარტის ბაშოზე კიდევ 8 ბრძოლა აქვს ჩასატარებელი, რომელთაგანაც 4 გამარჯვება მინიმუმ სჭირდება. ჩვენებურის ხვალინდელი მეტოქე კი მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც აქამდე ჩატარებული 6 ორთაბრძოლიდან 6 მოუგო - ერთხელ კი თავად დამარცხდა.