NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ორმაგი დუბლი ზედიზედ მეორედ შეასრულა.
„ვისკონსინ ჰერდი“ „სქაიჰოუქსთან“ 124:142 დამარცხდა, თუმცა, ქართველი კალათბურთელი პარკეტზე გამორჩეული იყო.
მამუკელაშვილმა 34 წუთში 23 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 13-დან 7 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ სანდრო ერთადერთი მოთამაშე გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
„ვისკონსინ ჰერდმა“ ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, შედეგად აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 მოგებით და 18 წაგებით მე-13 ადგილზეა.