„ლივერპულის“ ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი მზადაა კლუბი დატოვოს და კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.
Sport-ის ინფორმაციით, ეგვიპტელი ვარსკვლავი ღიაა კატალონური გრანდის წინადადება განიხილოს და ლა ლიგაში გადაინაცვლოს. აღსანიშნავია, რომ სალაჰი „ლივერპულს“ კონტრაქტის განახლებაზე ვერ უთანხმდება, რამაც შესაძლოა ინგლისურ კლუბს მისი გაყიდვისკენ უბიძგოს. ჯერჯერობით, უფრო მეტი დეტალი უცნობია.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.