საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მარტში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. "მამლები" 25 მარტს კოტდივუარს დაუპირისპირდება, ხოლო 29-ში - სამხრეთ აფრიკას.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, დეშამის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ალფონს არეოლა ("ვესტ ჰემი"), უგო ლორისი ("ტოტენჰემი"), მაიკ მენიო ("მილანი");
მცველები: ჯონათან კლაუსი ("ლანსი"), ლუკა დინი ("ასტონ ვილა"), ლუკა ერნანდესი ("ბაიერნი"), თეო ერნანდესი ("მილანი"), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ჟულეს კუნდე ("სევილია"), ბენჟამინ პავარი ("ბაიერნი"), რაფაელ ვარანი ("მანჩესტერ იუნაიტედი");
ნახევარმცველები: მატეო გენდუზი ("მარსელი"), ნ`გოლო კანტე ("ჩელსი"), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ადრიენ რაბიო ("იუვენტუსი"), ორელიენ ტჩოუამენი ("მონაკო");
თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი ("მონაკო"), ქარიმ ბენზემა ("რეალი"), კინგსლი კომანი ("ბაიერნი"), მუსა დიაბი ("ლევერკუზენი"), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), კილიან მბაპე (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ ("ლაიპციგი").