ფეხბურთი

20:42 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი "ლივერპულს" რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ტრავმა აქვს და კლუბს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება. ასევე, იურგენ კლოპის განცხადებით, "არსენალთან" ოთხშაბათს მიღებული დაზიანების გამო ინგლისელი ეროვნულ გუნდსაც დააკლდება და უცნობია როდის დაბრუნდება ტრენტი.

ჯო გომესი და ვეტერანი ჯეიმს მილნერი ის კანდიდატები არიან, რომლებსაც ალექსანდერ-არნოლდის შეცვლა შეუძლიათ, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის პოზიციაზე მისი შეცვლა რთული საკითხია. ტრენტმა მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11421