ფეხბურთი

18:55 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" მზადაა კოუტინიო გამოისყიდოს

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ ზაფხულში ფილიპე კოუტინიოს გამოსყიდვას ეცდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისელებს იანვარში შეუერთდა და შესანიშნავად ათამაშდა.

კოუტინიო „ასტონ ვილაში“ „ბარსელონადან“ იჯარით იმყოფება, მაგრამ ბირმინგემელებს მისი გამოსყიდვის დიდი სურვილი აქვთ. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები არ კონკრეტდება.

ფლიპე კოუტინიომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111104