ფეხბურთი

18:20 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
გაირკვა შესაძლო ნახევარფინალური წყვილებიც

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ევროპის ახალ ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა.

მეოთხედფინალში ყველაზე დამაინტრიგებელი „ბოდო გლიმტისა“ და „რომას“ წყვილია, რადგან ისინი ჯგუფშიც ერთად იყვნენ და ნორვეგიელებმა ჟოზე მოურინიოს გუნდს შინ 6:1 მოუგეს.

მეოთხედფინალური წყვილები

„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია) – „რომა“ (იტალია)

„ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები) – „სლავია“ (ჩეხეთი)

„მარსელი“ (საფრანგეთი) - პაოკ (საბერძნეთი)

„ლესტერი“ (ინგლისი) - პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)

მეოთხედფინალების გარდა, გაიმართა წინსწრებით ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაც და შესაბამისად, გაირკვა, რომელ წყვილში გამარჯვებული, რომელ წყვილში საუკეთესოს შეხვდება.

ნახევარფინალური წყვილები

„ლესტერი“/პსვ ეინდჰოვენის გამარჯვებული - „ბოდო გლიმტი“/“რომას“ გამარჯვებული

„ფეიენოორდი“/“სლავიას“ გამარჯვებული - „მარსელი“/პაოკ-ის გამარჯვებული

კონფერენს ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 7, ხოლო საპასუხო 14 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალებისთვის გამოყოფილია 28 აპრილისა და 5 მაისის თარიღები, ხოლო ფინალი 25 მაისს ტირანაშიჩატარდება.

0.138694