ავსტრალიის A ლიგის მე-19 ტურში ბექა მიქელთაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ნიუკასლ ჯეტსმა“ „ველინგტონ ფინიქსი“ 4:0 გაანადგურა, მიქელთაძის ანგარიშზე მესამე ბურთი იყო.
ბექამ თავი 67-ე წუთზე გამოიჩინა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-15 მატჩში მეცხრე გოლი გაიტანა. ქართველი შემტევი 78-ე წუთზე შეცვალეს.
აქვე გეტყვით, რომ „ნიუკასლ ჯეტსი“ 16 თამაშში მოპოვებული 18 ქულით მერვე ადგილზეა.