ფეხბურთი

14:31 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" ზაფხულში წამსვლელ ფეხბურთელთა სია შეადგინეს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს. როგორც Marca იტყობინება, ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და გენერალური დირექტორი ხოსე სანჩესი შეხვდნენ.

მათ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სამომავლო გეგმები განიხილეს. წყაროს თანახმად, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებმა იმ ფეხბურთელთა სია შეადგინეს, რომლების გაშვებას სეზონის ბოლოს ეცდებიან.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ ე.წ „შავ სიაში“ ხესუს ვალიეხო, დანი სებალიოსი, ედენ აზარი, მარიანო დიასი, გარეთ ბეილი და ლუკა იოვიჩი მოხვდნენ.

ეს რაც შეეხება წამსვლელებს, ხოლო მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იქნება, რომლის დამატებას „რეალი“ უფასოდ ეცდება. გარდა ამისა, ესპანელთა თვალთახედვის არეშია კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი ორელინ ჩუამენი, რომელიც „მონაკოს“ ღირსებას იცავს.

0.113342