სხვა

11:54 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი აღარ ხუმრობს! - ქართველმა ზედიზედ მესამე გამარჯვება უმძიმეს დაპირისპირებაში მოიპოვა (+VIDEO)

ტოჩინოშინის საქმე ჰარუ ბაშოზე კარგად წავიდა! ჩვენებურმა ზედიზედ ნე-3 გამარჯვება მოიპოვა და საწყისი ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ 4:2-ზე ბალანსი აქვს, რაც ძალიან პოზიტიური ნიუსია.

საერთოდაც, ქართველი სუმოისტი ბოლო რამდენიმე ტურნირზე გამარჯვებების აკრეფასა და დაქვეითებისგან თავის ასარიდებლად ბეწვის ხიდზე გადიოდა, ახლა კი ყველაფერი კარგადაა და დადებითი ბალანსის შანსი დიდია.

მე-15 მაეგაშისას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინი დღეს მე-12 მაეგაშირა ჩიიოტარიუს შეხვდა და მასთან ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გამართა, რომელიც დაახლოებით 46 წამი გაგრძელდა. საბოლოოდ კი მეტოქის ყველა მიძალება მოიგერია და იორიკირის ილეთით იაპონელი დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ეს მათი მე-16 დაპირისპირება იყო და ლევანმა ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი კიდევ უფრო გაზარდა, რადგან აქამდეც სოლიდური უპირატესობა ჰქონდა - 11 მოგება და 5 მარცხი.

ამრიგად, გორგაძეს გაზაფხულის პირველ სუპერტურნირზე 4 გამარჯვების წილ 2 წაგება აქვს და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან - მინიმუმ 4 მოგება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-13 მაეგაშირა ჩიიომარუ იქნება, რომელსაც აქამდე 8-ჯერ შეხვდა და მისიდამარცხება 6-ჯერ მოახერხა! თუ ტოჩი ამ ტურნირს დადებითი ბალანსით დაასრულებს, ის რეიტინგშიც დაწინაურდება.

0.114631