თამაშგარე

11:13 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოკუპანტებმა ალექსანდერ უსიკის სახლი დაცხრილეს

ცნობილი უკრაინელი მოკრივის, ალექსანდერ უსიკის ცოლის, ეკატერინა უსიკის თქმით, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიევის გარეუბანში მდებარე მათი სახლი ჯერ გაიძარცვა, შემდეგ კი ტყვიამფრქვევებით დაიცხრილა და მიუხედავად იმისა, რომ კიევს უკრაინის არმია იცავს, ახლა უსიკების სახლში არ შეისვლება.

ეკატერინა უსიკი იმასაც ამბობს, რომ როდესაც კიევს მტერმა ალყა დაარტყა, მან ბევრჯერ სცადა მეზობლებთან ტელეფონით დაკავშირება, თუმცა ვერავის დაურეკა და ძალიან აშინებს და აფიქრებს ამ ადამიანების ბედი.

უბანში, სადაც უსიკების სახლი მდებარეობს კადიროველების რაზმი იყო შეჭრილი და იყო საფრთხე, რომ კიევზე რუსების გენერალური თავდასხმა სწორედ იმ ტერიტორიიდან დაიწყებოდა. საბედნიეროდ, უკრაინის ჯარმა და ხალხმა შეძლო კიევის მტრისგან გაწმენდა და იმედია ეს მთელს უკრაინაში მოხდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114698