ფეხბურთი

10:20 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "დერბის წინ ბევრი ფეხბურთელი ვათამაშე, "ლაციო" კი სახლში ზის და სარისთან ერთად სიგარეტს ეწევა"

იტალიური „რომა“ კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ არნემის „ვიტესთან“ ურთულესი ბრძოლა გადახდა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა სტუმრად 1:0 მოიგო, შინ ამავე ანგარიშით აგებდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გადამწყვეტი გოლი ტამი აბრაჰამმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მაურიციო სარისა და „ლაციოზე“ იხუმრა, რადგან „რომას“ მომდევნო შეხვედრა სწორედ თანაქალაქელის წინააღმდეგ ელოდება.

„ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით, მაგრამ არა ასევე უკმაყოფილო ვარ, რადგან რომაული დერბის წინ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გამოვიყენე, რომლებსაც კვირას მოუწევთ თამაში. მეორეს მხრივ, „ლაციო“ სახლში ზის და სარისთან ერთად სიგარეტს ეწევა“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ რომაული დერბი 20 მარტს გაიმართება და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან გუნდებს შორის სხვაობა ერთადერთი ქულაა.

0.128857