ავტოსპორტი

2:44 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბეჰრეინში ფეტელს ჰულკენბერგი შეცვლის

სებასტიან ფეტელი კორონავირუსით არის ინფიცირებული და ამის გამო, სეზონის პირველ რბოლას გამოტოვებს. ბაჰრეინში მის ნაცვლად, „ასტონ მარტინის“ მანქანით ნიკო ჰულკენბერგი (ფოტოზე) იასპარეზებს. იმავდროულად, „მაკლარენს“ უბრუნდება დანიელ რიკარდო, ვინც ბაჰრეინის ბოლო ტესტები, კოვიდ-ის გამო გააცდინა.

ჰულკენბერგმა ფორმულა 1-ის რბოლაში ბოლოს 2020 წელს იასპარეზა. მაშინც მან კორონავირუსით დაავადებული პილოტები „ასტონ მარტინში“ (მაშინ რეისინგ პოინტი ერქვა) შეცვალა. პირველად სერხიო პერესის ადგილი ორ რბოლაში დაიკავა, მოგვიანებით კი ლანს სტროლის შეცვლა მოუწია.

ჰულკენბერგს „უილიამსის“, „ზაუბერის“ (ახლანდელი ალფა რომეო) და „რეისინგ პოინტის“ (ყოფილი ფორს ინდია) მანქანებით, 179 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

რაც შეეხება ფეტელს, სავარაუდოდ მას მხოლოდ ერთი რბოლის გამოტოვება მოუწევს, რადგან ბაჰრეინში საკარანტინო დღეების რაოდენობა მინიმუმამდე არის შემცირებული. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა გამოაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.

0.124351