ინგლისის პრემიერლიგის მატჩი „ევერტონსა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის 6 წუთით შეწყვეტილი იყო. ამის მიზეზი გულშემატკივარი გახდა, რომელიც სტადიონზე შეიჭრა.
ქომაგმა, რომელმაც მოედანზე შეღწევა მოახერხა, „გუდისონ პარკის“ კარის ძელზე თავი მიიბა. მის გათავისუფლებას 6 წუთი დასჭირდა და შემდეგ ის პოლიციელებმა წაიყვანეს.
21 წლის ახალგაზრდას ნარინჯისფერი მაისური ეცვა, რომელზეც ეწერა: „Just Stop oil“. მან ამ აქციით ბენზინის ფასის გაძვირება გააპროტესტა.