ფეხბურთი

21:24 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რებროვი: "იმედი მაქვს, უკრაინა ტიმოშჩუკის მსგავსი ხალხისგან გაიწმინდება"

ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ანატოლი ტიმოშჩუკის შესახებ ისაუბრა, რომელიც „ზენიტში“ მუშაობს და ომის შესახებ დუმს.

რებროვის განცხადებით, ეს ტიმოშჩუკის არჩევანი და ცხოვრებაა, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ასეთი ხალხისგან გაიწმინდება.

„სამწუხაროდ, არის ადამიანთა კატეგორია, ვისაც ესმის, რომ უკრაინაში არ დაბრუნდებიან და ევროპაში ისინი არავის სჭირდება. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს აქვს პოზიცია, მაგრამ ხმას არ იღებენ და ჩუმად სხედან. ეს ეხება არა მხოლოდ სპორტსმენებს, არამედ უკრაინაში დაბადებულ შოუბიზნესის ადამიანებსაც.

დარწმუნებული ვარ, რომ ანატოლი სადღაც შინაგანად ღელავს, მაგრამ მას, ალბათ, სჭირდება ოჯახის გამოკვება და ეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სამოქალაქო პოზიცია. ეს მისი ცხოვრებაა. ომის დროს არ შეიძლება ნეიტრალური პოზიციის დაკავება. ვიჯდები, ვთქვათ, ორი კვირა, დაველოდები, რომელ მხარეს ექნება უპირატესობა და მერე გამოვხატავ ჩემს აზრს, არა. ეს არ მოხდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდება“, - თქვა რებროვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ანატოლი ტიმოშჩუკს უკრაინაში ყველა ტიტული, წოდება და სამწვრთნელო ლიცენზიაც ჩამოართვა.

0.123368