ფეხბურთი

19:18 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიამ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია კვიპროსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ლორიას „ანორთოსისთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ ის 2 წლით განაახლა და თემურ ქეცბაიას გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„გიორგი „მორიელი“ ლორია აქ რჩება! ფამაგუსტას „ანორთოსისი“ აცხადებს მასთან თანამშრომლობის 2024 წლამდე გაგრძელებას. ასე, რომ ჩვენს კლუბში მას 5 წელი ექნება ნათამაშები“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია „ანორთოსისს“ 2019 წელს შეუერთდა და დღემდე 90 თამაში ჩაატარა, გასულ სეზონში კი კვიპროსის თასი მოიგო. 36 წლის მეკარეს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში“, „ოფიში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანჟისა“ და „მაგდებურგში“ უთამაშია, საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 70 თამაშია.

0.12031