ფეხბურთი

16:59 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ანტონი ლოპეში (ლიონი, საფრანგეთი), დიოგო კოშტა (პორტუ), რუი პატრისიუ (რომა, იტალია)

მცველები: სედრიკ სოარეში (არსენალი, ინგლისი), დიოგო დალო (მანჩესტერი, ინგლისი), ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოზე ფონტე (ლილი, საფრანგეთი), პეპე (პორტუ), ნუნუ მენდეში (პსჟ, საფრანგეთი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია)

ნახევარმცველები: დანილო პერეირა (პსჟ, საფრანგეთი), რუბენ ნევეში (ვულვზი, ინგლისი), უილიამ კარვალიო (ბეტისი, ესპანეთი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი, ინგლისი), ჟოაო მოუტინიო (ვულვზი, ინგლისი), მათეუს ნუნიესი (სპორტინგი), ოტავიო მონტეირო (პორტუ), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი)

თავდამსხმელები: ანდრე სილვა (ლაიფციგი), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, ინგლისი), დიოგო ჟოტა (ლივერპული, ინგლისი), გონსალო გედეში (ვალენსია, ესპანეთი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, ესპანეთი), რაფაელ ლეაო (მილანი, იტალია)

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში 24 მარტს თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში 29 მარტს, ფინალს საკუთარ მოედანზე იტალიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში გამარჯვებულთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119066