ფეხბურთი

15:56 | 17.03.2022 | ნანახია 276 - ჯერ

ორიჯი ზაფხულში შეიძლება „მილანში“ გადავიდეს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „მილანმა,“ შესაძლოა, „ლივერპულის“ შემტევი, დივოკ ორიჯი გადაიბიროს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი აღარ აპირებს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას, რადგან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. პემიერლიგის მიმდინარე სეზონში ის მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა მინდორზე და 2 ბურთი გაიტანა.

გასულ თვეში ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ, ორიჯით „ატალანტა“ დაინტერესდაო, მაგრამ ხმები ხმებად დარჩა.

ზაფხულში ბელგიელი თავისუფალი აგენტი გახდება და „მილანმა“ ის შეიძლება უფასოდ გაიფორმოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062694
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
765