საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ნიკოლა ანელკამ, ჟურნალისტებს „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავებზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე გაუზიარა თავისი აზრი.
„ვფიქრობ, ორივე კმაყოფილია იმით, რასაც ამ 15 წლის განმავლობაში მიაღწიეს. უფრო მესის გამიკვირდა. მეგონა პარიზში გადასვლის შემდეგ მოედანზე ისეირნებდა. რონალდუს კი მეტი პრობლემა შეექმნებოდა, რადგან პრემიერლიგა უფრო რთული ტურნირია.
არ მგონია, მსოფლიო ფეხბურთში კიდევ გამოჩდნენ ისეთი მოთამაშეები ვინც ასეთი დომინანტები იქნებიან. ისინი 15 წლის განმავლობაში ყველას ზემოდან დაჰყურებდნენ. ლოგიკურია, რომ ახლა მოუკლეს თამაშს.
აი, რა ემართება, ვინც კარიერას თავის დროზე არ ამთავრებს. სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. კარიერა მაშინ უნდა დაამთავრო როცა ფორმის პიკში ხარ.
მე ფეხბურთს 36 წლისამ დავნებე თავი მაგრამ 32-სა ჩინეთში წავედი.“ - ციტირებს ანელკას სიტყვებს RMC Sport.