ფეხბურთი

10:49 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „მეორე ტაიმში მეტოქეს ერთი შანსი ჰქონდა დ ის გამოიყენა, ამ გოლმა ყველაფერი შეცვალა“

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ვილიარეალთან“ 0:3 წაგების შემდეგ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ვფიქრობ, დაახლოებით 75 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში „ვილიარეალს“ ერთი შანსი ჰქონდა და ის გამოიყენა. ამ გოლმა ყველაფერი შეცვალა. ასეთია ფეხბურთი.

პირველ ტაიმში შეგვეძლო გატანა. მეორეში მეტოქე მთელი გუნდით იცავდა თავს და თამაშის დამატებით დროში გადაყვანას ცდილობდა.

ვწუხვარ ასეთი ანგარიშის გამო. მაგრამ, რა გაეწყობა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. ასე რომ, მეოთხედფინალში „ვილიარეალი“ გავიდა.

0.117645