სხვა

3:37 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ოდერმატი ბროლის დიდ გლობუსს დაეუფლა

საფრანგეთის სამთო კურორტ კურშეველში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი დაიწყო, რომლის პირველ დღესაც, აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებული გამოვლინდა. ბროლის დიდ გლობუსს შვეიცარიელი მარკო ოდერმატი დაეუფლა.

ეს ბოლო 12 წელიწადში პირველი შემთხვევაა, როდესაც მამაკაცთა აბსოლუტურ ჩათვლაში, შვეიცარიელი მოთხილამურე იმარჯვებს. ოდერმატმა დაშვების ბოლო რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, რაც დიდი გლობუსის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ოდერმატამდე ბოლო შვეიცარიელი, ვინც დიდ გლობუსს ფლობდა, კარლო იანკა იყო.

24 წლის ოდერმატს გამარჯვება ისედაც პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა. ის ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდესთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო. შვეიცარიელს ამ სეზონში უკვე მოგებული აქვს გიგანტური სლალომის გლობუსი. და ამავე სახეობაში, პეკინში ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

კურშეველის დაშვება ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაირმა მოიგო, ვინც ოდერმატს 0.34 წამით აჯობა. მესამე ადგილი კი დაშვებაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა ბიტ ფოიცმა დაიკავა. ომოდტ კილდე მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

0.138176