ფეხბურთი

17:11 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ: "პუტინი კრიმინალია, რომელიც უკრაინაში ბარბაროსულ ომს აწარმოებს"

კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ უკრაინაში მიმდინარე ომზე კომენტარი გააკეთა. რუმინელი სპეციალისტის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი კრიმინალია, რომელიც უკრაინაში ბარბაროსულ ომს აწარმოებს.

„ეს ყველაფერი დანაშაულია. პუტინი არის კრიმინალი, რომელიც ბარბაროსულ ომს აწარმოებს. ისინი ანგრევენ სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. ეს ყველაფერი ფანტაზიის ყველაზე ცუდი გამოვლინებაა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო კიევში. ვვარაუდობდი, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მოხდებოდა, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი იმ მასშტაბებს, რაც ამ ომს აქვს.

როცა „შახტარში“ ვმუშაობდი, უცხოელებიც გვყავდა, მათ შორის რუსეთიდან - არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ახლა ჩვენ ერთგვარ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ, რასთანაც შეგუება ნამდვილად რთულია“, - თქვა ლუჩესკუმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი ზუსტად სამი კვირის წინ დაიწყო და უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობას დღემდე ბომბავს.

0.110372